მოგზაურობა იწყება აქ …

ქართულ-გერმანული აკადემია მტკიცე და საინტერესო აკადემიური სტილის მიმდევარია, რაც სტუდენტს პასუხისმგებლობასა და მოტივაციას უვითარებს სწავლის გზაზე.

ისწავლე ქართულ-გერმანულ აკადემიაში

და წარმატებას მიაღწევ …

გაიუმჯობესე შენი ცხოვრება მაღალი ხარისხის ზოგადი ინგლისურის კურსებით.

ისწავლე კვალიფიციურ მასწავლებლებთან

ჩვენ მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პროფესიონალების გუნდი გვყავს.

საერთაშორისო გამოცდილება

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ რომ სწავლა დიდ ბრიტანეთში გააგრძელოთ.

სოციალური გამოცდილება

ჩვენი სტუდენტებს შეუძლიათ სოციალური გამოცდილების მრავალფეროვან პროგრამაში ჩაერთონ.

შერეული სწავლება

სწავლა მოიცავს პირიპირ და ონლაინ აქტივობებს.

ინგლისური მოზარდებისთვის

ინფორმაცია კურსის შესახებ

დონე:  Elementary to Advanced
ასაკი: 14-17
კურსის ხანგრძლივობა თითოეულ დონეზე: 120 აკადემიური საათი.
გაკვეთილი ტარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ერთი შეხვედრა გრძელდება 90 წუთი (45 წთ.+45 წთ. 10 წუთიანი შესვენებით).

დღეები და დრო
ექსტენსიური კურსები – კვირაში ორჯერ შეხვედრა.

ინტენსიური კურსები – კვირაში სამჯერ. ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი ან სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი.

“ღია გაკვეთილები”: მშობლებს შეუძლიათ დაესწრნონ მათთვის სპეციალურად ორგანიზებულ გაკვეთილებს, დააკვირდნენ და გაკვეთილის შემდგომ მასწავლებელთან ერთად განიხილონ საკუთარი შვილების წინსვლა.

საშინაო დავალება: ჩვენ მხარს ვუჭერთ სტუდენტების მიერ საინტერესო საშინაო დავალებების შესრულებას, როგორც საშუალებას, რომ სრულად ჩაერთონ ენის სწავლისა და გამოყენების პროცესში.

სწავლებისა და სწავლის პროცესი

სწავლების მეთოდი: ჩვენ ვიყენებთ ფართოდ აღიარებულ კომუნიკაციური სწავლების მეთოდს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კომუნიკაციაზე, როგორც მთავარ ფაქტორზე ენის სწავლისას.

საკლასო ოთახები: საკლასო ოთახები აღჭურვილია შესაბამისი აუდიო-ვიზუალური და ბეჭდური მასალით. გარემო საინტერესო და მოტივაციის გამჩენი მოსწავლისთვის.  

მასალები: ჩვენს მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა ბეჭდური მასალა, სახელმძღვანელოები, კომპაქტდისკები. ჩვენი სიამაყეა საკუთარი ონლაინ სწავლების სისტემა, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი სტუდენტებისთვის. 

ფოკუსი: ჩვენ თანაბარ ყურადღებას ვუთმობთ ოთხივე ენობრივ უნარ-ჩვევას: კითხვას, წერას, ლაპარაკსა და მოსმენას. თუმცა, მოზარდების შემთხვევაში, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ლაპარაკისა და მოსმენის უნარების განვითარება. 

კურსის გავლა/ჩაჭრა: კურსის ბოლო მაქსიმალური შეფასება არის 100, მინიმალური- 51. სტუდენტები ფასდებიან ყოველკვირეულად. სემესტრში ერთხელ მათ უტარდებათ შუალედური გამოცდა. სემესტრის ბოლოს ტარდება დასკვნითი გამოცდა. მოსწავლეები და მშობლები სრულად არიან ინფორმირებული მიმდინარე, შუალედური და საბოლოო შეფასების შესახებ.  კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი ენის დონისა და ქულის მითითებით.

Copyright © 2018  Georgian-German Academy. All Rights Reserved.