ქართულ-გერმანულ აკადემია აბიტურიენტებს თავაზობს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას ინგლისურ ენაში.
ჩვენი უპირატესობაა მცირე ჯგუფები და მაღალი დონის ინგლისური ენის მასწავლებლები, ასევე მოქნილი გრაფიკი.
დეტალები
ჯგუფის შემადგენლობა: 4 შემსწავლელი.
ჯგუფების შექმნა დონეების მიხედვით: აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ წერითი ტესტირება ინგლისურ ენაში, რის შედეგადაც დადგინდება აბიტურიენტის დონე. დაახლოებითი და მგავსი დონეების აბიტურიენტები ერთ ჯგუფში მოხვდებიან.
დრო: შუადღის ან საღამოს ჯგუფები.
ხანგრძლივობა: კვირაში 4 აკადემიური საათი (ერთი აკადემიური საათი შეადგენს 50 წუთს. შესვენება 10 წუთი). გარდა ამისა, აბიტურიენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს დამოუკიდებელი მუშაობისთვის აუცილებელი საათები, რაც დავალების მომზადებას სჭირდება. ეს კვირაში კლასში 4 საათიანი დატვირთვის შემთხვევაში, შეადგენს დაახლოებით 6-8 საათს კვირის განმავლობაში კლასსგარეთ მეცადინეობისთვის.
მიღწეული შედეგების შემოწმება: თვეში ერთხელ ჩატარდება წერითი გამოცდა (წერის, კითხვისა და მოსმენის უნარ-ჩვევების შემოწმების კუთხით), რომელიც მიღწეულ შედეგებს შეამოწმებს. შემსწავლელს მიეცემა ინდივიდუალური რეკომენდაციები გასაუმჯობესებელ საკითხებთან დაკავშირებით.
სწავლების ფორმები: ჯგუფური და წყვილებში მუშაობა.