კურსის პირობები

ხელშეკრულების ნიმუში

ქ. თბილისი                                                                                                                                                                                                                        __________  2020 წელი

ერთი მხრივ, ქართულ-გერმანული აკადემია წარმოდგენილი ___________ სახით (შემდგომში „აკადემია“)

და მეორე მხრივ,  ___________ (შემდგომში ენის შემსწავლელი“) თანხმდებიან შემდეგზე:

ენის შემსწავლელი გასაუბრების ან ტესტირების საფუძველზე ჩაირიცხება ქართულ-გერმანულ აკადემიაში _______________________________________  ენის კურსზე, რომლის ხანგრძლივობაა ____  სასწავლო თვე, ხოლო  თვიური გადასახადი _________ ლარი. სასწავლო თვე მოიცავს რვა გაკვეთილს.

კურსზე რეგისტრაცია ხდება ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით აკადემიის წარმომადგენელთან. კურსზე მოხვედრა გარანტირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სასწავლო თვის საფასურის გადახდა მოხდება საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. 

მხარეთა უფლება-მოვალეობები

მუხლი 1. ენის შემსწავლელის უფლებები

1. ენის შემსწავლელს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება.

ბ) აკადემიის მიერ დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით.

მუხლი 2. ენის შემსწავლელის ვალდებულებები

1.       ენის შემსწავლელი ვალდებულია:

ა) დაესწროს ყველა გაკვეთილს. გაკვეთილის კვლავ ჩატარება გაცდენილი გაკვეთილისთვის არ მოხდება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა ან აკადემიის მიზეზით გაცდენისა.

ბ) აკადემიური მიზნებისთვის (აქტივობები, სასწავლო გეგმა და სხვ.) აუცილებელია რომ სტუდენტმა სულ ცოტა, რამდენიმე საათით ადრე მაინც შეატყობინოს ადმინისტრაციას ტელეფონით, მესინჯერით ან ელფოსტით, რომ გაკვეთილს გააცდენს.

გ) აკადემიის სტუდენტს ეკრძალება ნებისმიერი კერძო სახის კომუნიკაცია აკადემიის მასწავლებლებთან სწავლის პერიოდში და აკადემიაში სწავლის შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში, რაც აკადემიის გარეთ აკადემიის მასწავლებელთან კერძო გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს. კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, აკადემიის სტუდენტი ატყობინებს აკადემიის ადმინისტრაციას და აკადემიის ეგიდით ტარდება კონსულტაცია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, აკადემიის მიმდინარე ან ყოფილი სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა ექსტენსიური კურსის სწავლის თვიური საფასურის ათმაგი ოდენობით.

დ) სტუდენტი ვალდებულია ითანამშრომლოს აკადემიის ადმინისტრაციასთან სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გასაუბრების, გამოკითხვის და სხვა სახის აქტივობებში მონაწილეობის მიზნით, რომელთა მიზანია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება.

ე) სტუდენტი ვალდებულია გაუფრთხილდეს ქართულ-გერმანული აკადემიის მფლობელობაში მყოფ  ქონებას. დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარე (მშობელი/მეურვე ან თავად სრულწლოვანი პირი) ვალდებულია გადაიხადოს დაზიანებული/განადგურებული ქონების საფასური სრულად.

ვ) სტუდენტი ვალდებულია, არ გადასცეს აკადემიის სტუდენტებისთვის განკუთვნილ ინტელექტუალურ პროდუქტებზე (მათ შორის ონლაინ სწავლების პორტალზე)  წვდომა სხვა პირებს.  

მუხლი 3. აკადემიის უფლებები

აკადემია უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს ენის შემსწავლელისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ბ) სტუდენტის შეუფერებელი საქციელის  შემთხვევაში, ქართულ-გერმანული აკადემია უფლებას იტოვებს არ  დაუშვას კურსზე ნებისმიერი სტუდენტი ან ამორიცხოს სტუდენტი კურსიდან გადახდილი საფასურის დაბრუნების გარეშე.

გ) იმ შემთხვევაში თუ ჯგუფის შედგენისთვის აუცილებელი სტუდენტების მინიმალური რაოდენობა  არ არსებობს ან ჩვენგან დამოუკიდებლად სხვა გარემოებები არსებობს, რაც კურსის დაწყებას ხელს უშლის, ქართულ-გერმანული აკადემია უფლებას იტოვებს გააუქმოს მთლიანად კურსი ან მისი ნაწილი/აქტივობებისტუდენტებს სრულად დაუბრუნდებათ გადახდილი თანხა. თანხის დაბრუნებისას, დასაბრუნებელ თანხას აკლდება საბანკო მომსახურების თანხა. თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ქართულ-გერმანულ აკადემია თავისუფლდება სხვა ნებისმიერი პასუხისმგებლობიდან.

მუხლი 4. აკადემიის ვალდებულებები

აკადემიის ვალდებულებები:

ა) აკადემია ვალდებულია სტუდენტს შესთავაზოს მაღალი ხარისხის სასწავლო კურსები, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა, იმოქმედოს სტუდენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ბ) აკადემიის მიზეზით გაკვეთილის გაცდენისას, აკადემია ვალდებულია სტუდენტს აუნაზღაუროს გაცდენილი გაკვეთილები.  

მუხლი 5. სწავლის საფასურის გადახდის წესი

ა) კურსის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტი ვერ დაესწრება გაკვეთილებს. 

1) აკადემიასთან შეთანხმებით, თუ სტუდენტი წინასწარ შეატყობინებს ამის შესახებ ადმინისტრაციას, დასაშვებია სწავლის საფასურის გადახდის გადავადება მაქსიმუმ 2 გაკვეთილის პერიოდით. თუ გადავადებული ორი გაკვეთილის შემდეგაც  შემსწავლელი ვერ ახერხებს სწავლის საფასურის გადახდას, ის ვეღარ დაესწრება გაკვეთილებს. გადავადებული ორი გაკვეთილის შემდეგ საფასურის  გადახდის შემთხვევაში, უკვე ჩატარებული ორი გაკვეთილი ჩაითვლება სასწავლო თვის განმავლობაში ჩატარებულ გაკვეთილებში.

2) გამონაკლის შემთხვევებში, აკადემიამ შეიძლება მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება ცალკეულ პირთათვის სწავლის საფასურის გადავადების ან არგადახდევინების შესახებ.

გ) სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ მისი უკან დაბრუნება აღარ ხდება და აკადემია ვალდებულებას იღებს ბოლომდე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები გაკვეთილების ჩატარების გზით.

მუხლი 6. სერტიფიკატი

ა) ყოველი დონის  (A1, A2, B1, B2, C1) დასრულებისას ტარდება გამოცდა, რომელიც ამოწმებს ოთხივე ენობრივ უნარ-ჩვევას. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ მოდულში არის 15. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება თუ აპლიკანტი მიიღებს 60 ქულას. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს, სადაც აღნიშნულია გამოცდის ჩაბარება და მიღებული ქულა. გამოცდაზე გასვლა აკადემიის სტუდენტისთვის უფასოა.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი გამოცდას ვერ ჩააბარებს, მას მიეცემა უფლება კიდევ ერთხელ გავიდეს გამოცდაზე მომდევნო 10 დღეში საფასურის გადახდის გარეშე. კვლავ ჩაჭრის შემთხვევაში, სტუდენტს მიეცემა რეკომენდაცია კურსი კვლავ გაიაროს ან მიიღოს კურსის მოსმენის სერტიფიკატი.

გ) გამოცდა ტარდება დონის დასრულების ბოლო კვირას.

მუხლი 7 .  მხარეთა პასუხისმგებლობა და დავის გადაჭრის წესი

ა) მხარეები პასუხისმგებლები არიან ერთმანეთის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობისთვის წარმოშობილი ზიანისთვის, თუ იგი დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით არ იყო გამოწვეული.

ბ) მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ურთიერთმოლაპარაკებით გადაწყვეტით შეუძლებლობის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

მუხლი 8.   ხელშეკრულების მოქმედების ვადა  

ა) ხელშეკრულება მოქმედებს მისი ხელმოწერიდან და ძალაშია კურსის ხანგრძლივობის ვადით.

მუხლი 9.  ხელშეკრულების შეჩერება

თუ აკადემია თანხმობას განაცხადებს, ხელშეკრულება შეიძლება შეჩერდეს მაქსიმუმ ერთი თვის ვადით. ერთი თვის პერიოდში, ენის შემსწავლელისთვის კვლავ ტარდება გასაუბრება/ტესტირება და თუ მისი ენობრივი დონე მეტ-ნაკლებად ახლოსაა ხელშეკრულების შეჩერებამდე არსებულ დონესთან, მას უფლება ეძლევა შეუერთდეს ძველ ჯგუფს. თუ მისი დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება წინა დონეს, სტუდენტს რეკომენდაცია მიეცემა შეუერთდეს ახალ ჯგუფს ან განაგრძოს სწავლა ძველ ჯგუფთან საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

მუხლი 10. შემდეგ დონეზე გადასვლა

ა) ენის შემსწავლელს ერთი დონის დასრულების შემდეგ შეუძლია დაუყონებლივ აკადემიის მიერ დადგენილ ვადებში გადავიდეს შემდეგ დონეზე.

მუხლი 11. ხელშეკრულების ძალაში შესვლა 

ა) ხელშეკრულება ძალაში შედის სტუდენტის მიერ მიერ საბანკო გადარიცხვის გზით საფასურის გადახდისა და ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს კურსის ბოლომდე ან ხელშეკრულების შეწყვეტამდე.

მუხლი 12. ხელშეკრულების იურიდიული ძალა

ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.

 

 

 

Copyright © 2018  Georgian-German Academy. All Rights Reserved.