ახალი წელი დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში

ახალი წლის დღესასწაულის ისტორია ევროპაში

ახალი წლის პირველ იანვარს აღნიშვნა, რომის იმპერატორის, იულიუს კეისრის მიერ ძვ.წ.46 წელს, იულიანური კალენდრის შემოღებას უკავშირდება. მანამდე რომაელები ახალ წელს მთვარის კალენდრის შესაბამისად, ბაბილონური ახალი წლის მიხედვით აღნიშნავდნენ, რომელიც მარტის ბოლოს, ახალმთვარეობისას იწყებოდა. ცნობილ ასტრონომებთან და მათემატიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ, კეისარმა რომაული კალენდარი შეცვალა და წელიწადში 10 თვის ნაცვლად, 12 თვე შემოიტანა. ახალ კალენდარს დაემატა იანვარი (იანუსის, რომაელთა ორსახა ღმერთის პატივსაცემად) და თებერვალი. რადგანაც იანუსის ერთი სახე წარსულისკენ იყურებოდა, ხოლო მეორე მომავლისკენ, კეისარმა ახალი წლის დასაწყისად პირველი იანვარი აირჩია.

პაპ გრეგორი მეცამეტეს დროს, 1582 წელს, იულიუსის კალენდარი გრეგორიანული კალენდრით შეიცვალა, რომელმაც პირველი იანვარი კვლავ ახალი წლის დასაწყისად დააწესა. პროტესტანტულმა ქვეყნებმა გრეგორიანული კალენდარი და პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნა, საკმაო პერიოდის განმავლობაში არ მიიღეს. ბრიტანეთმა ის მხოლოდ 1700-იან წლებში მიიღო. ამერიკელი კოლონისტები გრეგორიანულ კალენდარზე 1752 წლის შემდეგ გადავიდნენ.

 

ინგლისი

ტრადიციულად, შობა ინგლისში უფრო პოპულარულია, ვიდრე ახალი წლის დღესასწაული. თუმცა, 2000 წლის შემდეგ, ახალი წელი ასევე აქტიურად აღინიშნება მაშხალების გაშვებით, განსაკუთრებით, ლონდონში, სადაც ათასობით ადამიანი მდინარე ტემზის სანაპიროზე იკრიბება, რომ ლონდონის ეშმაკის ბორბალთან (London Eye) დაახლოებით 12 წუთიანი საახალწლო ფეიერვერკი იხილოს. ამას მოჰყვება ახალი წლის პარადი, რომელიც ახალი წლის ყველაზე დიდ პარადად ითვლება მსოფლიოში.

ცრურწმენები

იორკშირში ძველი წლის დასრულებამდე რამდენი წამით ადრე ადრე ხალხი ამბობს: “შავი კურდღლები, შავი კურდღლები, შავი კურდღლები” (“Black rabbits, black rabbits, black rabbits). ახალი წლის დადგომისთანავე კი ამბობენ: “თეთრი კურდღლები, თეთრი კურდღლები, თეთრი კურდღლები” (“White rabbits, white rabbits, white rabbits”). ივარაუდება, რომ ამ სიტყვების თქმას იღბლიანი წელი მოჰყვება.

ალენდალე
ალენდალეში (ნორთუმბრია, ინგლისი) ახალ წელს ცეცხლით პროცესიით აღნიშნავენ: მამაკაცების ჯგუფი წინ მიდის თავზე შემოდგმული კასრებით, რომელშიც ფისს (tar) ცეხლი უკიდია, პროცესია სოფლის ცენტრში დანთებულ კოცონთან (bonfire) მიდის და საბოლოოდ, აქ ჩააგდებს ცეცხლმოკიდებულ კასრებს.

 

უელსი

კალენიგი უელსში
უელსში ახალი წელი ტრადიციულად საჩუქრების გაცვლით აღინიშნება ღონისძიებაზე, რომელსაც კალენიგი ეწოდება. ბავშვები კარდაკარ დადიან და ჩამოატარებენ ვაშლს, რომელიც მარადმწვანე მცენარეების პატარა ტოტები და სიმინდის ტაროა ჩარჭობილი და მღერიან სიმღერებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, სანაცვლოდ კი, ფულს ან საკვებს იღებენ. დღეისათვის, ეს ტრადიცია არც ისე შემორჩენილია უელსის რამდენიმე ნაწილის გარდა.

გვაინ ველის (Gwaun Valley) მცხოვრებნი პემბროკშირში (Pembrokeshire) პირველი იანვრის შემდეგ, თითქმის ორი კვირა იცდიან, რომ მათი ახალი წელი ან ჰენ გალანი (Hen Galan – ძველი ახალი წელი) იდღესასწაულონ, რაც იულიუსის კალენდრის მიხედვით, წლის პირველი დღეა. ამ დღეს ბავშვები სიმღერით შემოივლიან სახლებს.

 

შოტლანდია

შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს ჰოგმანეი (Hogmanay) ჰქვია. ამ სიტყვის წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მას ახალი წლის ღამეს აღნიშნავენ. ამ დროს ოჯახები იკრიბებიან და ერთმანეთში საჩუქრებს ცვლიან. ღამის 12.00 საათამდე სახლი უნდა დასუფთავდეს და ბუხრიდან ძველი ფერფლი გამოიხვეტოს; ძველი ვალები უნდა გადაიხადონ; ახალ წელს ადამიანი განახლებული და უკეთესი უნდა შეეგებოს. ახალი წელს მოსულ სტუმრებს მიესალმებიან და გადაკოცნიან და “კარგ ახალ წელს” (Guid New Year) უსურვებენ. როცა ღამის 12.00 საათი დგება, შოტლანდიელები მღერიან ცნობილ სიმღერას, რომელიც ასევე პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში: Auld Lang Syne /UK /ˌɔːld læŋ ˈsaɪn/, ითარგმნება როგორც “გარდასულ დროთა” ან “დიდი ხნის შემდეგ”. ეს ტრადიციული სიმღერა ცნობილი შოტლანდიელი პოეტის, რობერტ ბერნსის ლექსს უკავშირდება. კომპოზიტორი უცნობია. სიმღერის ტექსტი ეხება მოქეიფე ძველ მეგობრებს, რომლებიც წარსულ დროს იხსენებენ.

 

Rod Stewart – Auld Lang Syne (Live at Stirling Castle)

 

Scots version
Should auld acquaintance be forgot,
And never brought to mind?
Should auld acquaintance be forgot,
And auld lang syne?

(Chorus)
For auld lang syne, my jo,
For auld lang syne,
We’ll tak a cup o’ kindness yet,
For auld lang syne.

And surely ye’ll be your pint-stowp!
And surely I’ll be mine!
And we’ll tak a cup o’ kindness yet,
For auld lang syne.

We twa hae run about the braes
And pu’d the gowans fine;
But we’ve wander’d mony a weary foot
Sin auld lang syne.

We twa hae paidl’d i’ the burn,
Frae mornin’ sun till dine;
But seas between us braid hae roar’d
Sin auld lang syne.

And there’s a hand, my trusty fiere!
And gie’s a hand o’ thine!
And we’ll tak a right guid willy waught,
For auld lang syne.

 

English version
Should old acquaintance be forgot,
And never brought to mind?
Should old acquaintance be forgot,
And old lang syne?

(Chorus)
For auld lang syne, my dear,
For auld lang syne,
We’ll take a cup of kindness yet,
For auld lang syne.

And surely you’ll buy your pint cup!
And surely I’ll buy mine!
And we’ll take a cup o’ kindness yet,
For auld lang syne.

We two have run about the slopes,
And picked the daisies fine;
But we’ve wandered many a weary foot,
Since auld lang syne.

We two have paddled in the stream,
From morning sun till dine;
But seas between us broad have roared
Since auld lang syne.

And there’s a hand my trusty friend!
And give me a hand o’ thine!
And we’ll take a right good-will draught,
For auld lang syne.

 

მეკვლეობა

მეორე შოტლანდიური ტრადიციაა მეკვლეობა (first hooting). მეკვლე აუცილებელია ხელდამშვენებული, საჩუქრებით ესტუმროს ოჯახს. თუ ოჯახს სურს ნამდვილად იღბლიანი იყოს მომავალ წელს, მათი მეკვლე შავთმიანი მამაკაცი უნდა იყოს, რომელსაც ნახშირის ნაჭერი, ფხვიერი ნამცხვარი (shortbread), მარილი, ხილის ნამცხვარი (Black bun) და ვისკი მოაქვს. ისინი ყველა იმ საჭირო საგნის სიმბოლოა, რაც ოჯახს მომავალ წელს სჭირდება. რატომ უნდა იყოს მამაკაცი შავთმიანი? ეს იმ პერიოდს უკავშირდება, როცა შოტლანდია ვიკინგებმა დაიპყრეს და მაღალი, ქერა ვიკინგის კარის ზღურბლზე გამოჩენა უბედურებას ნიშნავდა.

ჰოგმანეის კიდევ ერთი ტრადიციაა ღამით ჩირადღდნებით სვლა და მაშხალების გაშვება. ზოგიერთ ძველ დასახლებაში ასევე არსებობს ტრადიცია, როცა ახალგაზრდა მამაკაცები ჯგუფებად იყოფიან და სოფელში კარდაკარ დადიან, ძველ გელურ სიმღერებს მღერიან და საჩუქრად შოტლანდიურ დიდ კვერებს (ხილის ნამცხვრებს) იღებენ.

 

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი წელი უფრო წვეულებებთან ასოცირდება. ყველაზე ცნობილი წვეულება ნიუ იორკის ტაიმს სკვერის ღონისძიებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ტაიმს სკვერზე შეკრებილ მონაწილეებს ალკოჰოლური სასმელების მირთმევა ეკრძალებათ, ბევრი ამერიკელისთვის ახალი წელი სწორედ სწორედ ალკოჰოლური სასმელების,განსაკუთრებით შამპანურის მირთმევასთან და წვეულებებთანაა კავშირში.

ახალი წელი ეროვნული დღესასწაულია შეერთებულ შტატებში. ზოგიერთი აფროამერიკელი მას ასევე აღნიშნავს, როგორც ემანსიპაციის დღეს (Emancipation Day). ბევრი ამერიკელი ამერიკული ფეხბურთის მატჩებს ახალი წლის დღეს უყურებს, რადგანაც წლის ბოლო დღეებში კოლეჯის ფეხბურთის სეზონის ბოლო მატჩებია.

ბევრი სამხრეთელი ამერიკელი, განსაკუთრებით აფროამერიკელები, ახალი წლის დღეს მიირთმევენ კერძს, რომელსაც “ცოცხალი ჯონი” (Hopping John) ჰქვია. მათ სჯერათ, რომ ამ კერძს, რომელიც ბარდის, ბრინჯისა და ღორის ხორცისგან შედგება, მომავალ წელს იღბალი მოაქვს.

 

ახალი წლის კლასიკური მისალოცი ფრაზები

Happy New Year!
Out with the old, in with the new
May peace, love and prosperity be yours in the year ahead
Best wishes for the New Year!
For auld lang syne my dear, for auld lang syne
Let’s toast a brand new start and fresh beginnings!
Wishing you and yours all the best for the brand New Year ahead
Blessing you with health, wealth and happiness for the New Year
May the best day of your past be the worst day of your future. Happy New Year!
Let’s make this year the best one ever!

 

ასევე იხილეთ მადლიერების დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში

© ამ მასალის გავრცელება ან გამოყენება დაუშვებელია ქართულ-გერმანულ აკადემიის წერილობითი ნებართვის გარეშე: info.gguni@gmail.com.