გუტენბერგის წიგნის კლუბი

მიზნები

გუტენბერგის ონლაინ წიგნის კლუბის მიზანია, ინგლისურ ენაზე შექმნილი საინტერესო მხატვრული ნაწარმოებების გაცნობა და ინგლისურენოვანი ქვეყნების კულტურის პოპულარიზაცია მკითხველებში.

სიახლეები

სიახლეების გასაცნობად ესტუმრეთ ქართულ-გერმანული აკადემიის სიახლეების გვერდს: https://www.gguni.ge/enebis-blogi

გერმანულენოვანი და ინგლისურენოვანი კულტურა

გთხოვთ ეწვიოთ გვერდს გერმანულენოვანი და ინგლისურენოვანი კულტურის შესახებ: https://www.gguni.ge/germanulenovani-da-inglisurenovani-kultura

შემოუერთდი გუტენბერგის წიგნის კლუბს 

შემოუერთდი გუტენბერგის წიგნის ონლაინ კლუბს. ერთად წავიკითხოთ და ვიმსჯელოთ ინგლისურ ენაზე დაწერილ საინტერესო მხატვრულ ნაწარმოებებზე.

ნაბიჯი 1. როგორ შევუერთდე წიგნის ონლაინ კლუბს?

შეავსე რეგისტრაციის ფორმა და გახდი კლუბის წევრი. დაიწყე ენის შემსწავლელის წევრობით.

ნაბიჯი 2. შეუერთდი ქართულ-გერმანული აკადემიის ჯგუფს ფეისბუქზე

ჯგუფში იპოვი დისკუსიებსა და დავალებებს.

როგორ მუშაობს გუტენბერგის წიგნის ონლაინ კლუბი?

 

                  წაკითხვა

ყოველ ორშაბათს, ჩვენ ახალი მოთხრობით დავიწყებთ. არ იჩქაროთ-თითოეული მოთხრობის  წაკითხვას მხოლოდ 15-30 წუთი დასჭირდება. წაკითხვის ბოლო ვადები არ გვაქვს, შესაბამისად, როცა მოახერხებთ, მაშინ შეგიძლიათ წაიკითხოთ.

            დისკუსია

მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, შემოუერთდით დისკუსიას ჩვენს ფეისბუქჯგუფში. აქ შეგიძლიათ გამოთქვათ აზრი წაკითხულზე, დასვათ კითხვები და გამოხატოთ თქვენი გრძნობები მოთხრობაზე. თქვენ თავისუფალი ხართ სრულად ან ნაწილობრივ  გამოთქვათ საკუთარი აზრი.

               წერა

ყოველ ხუთშაბათს, ჩვენ დავპოსტავთ წერით დავალებას, რომელიც შესაბამის მოთხრობასთან ან წიგნის თავთან არის დაკავშირებული. დავალების შესრულება დაახლოებით 20-30 წუთს მოითხოვს, თუმცა, შეგიძლიათ მას უფრო მეტი დროც დაუთმოთ. გაუზიარეთ თქვენი ნაწერი ჯგუფს და მიიღეთ გამოხმაურება წევრებისგან/შეაფასეთ სხვისი ნაწერი.

           საუბარი

თუ საუბრის კლუბის წევრი ხარ, შეუერთდი დამატებით ზუმის შეხვედრას ყოველი თვის მეორე და მეოთხე პარასკევს, თბილისის დროით 21.00 საათზე. აქ შეგიძლიათ განიხილოთ მოთხრობა და დახვეწოთ ინგლისურად საუბრის უნარი.

          გეგმა

ორშაბათი → ოთხშაბათი: წაიკითხე მოთხრობა და განიხილე ის ფეისბუქის ჯგუფში.

ხუთშაბათი → კვირა: შეასრულე წერითი დავალება და დააკომენტარე ჯგუფის სხვა წევრის წერითი ნამუშევარი.

ყოველ პარასკევს: შეხვედრა "ზუმში" (საუბრის კლუბის წევრებისთვის).

 

ხშირად დასმული კითხვები

გვიან შეერთება საერთოდ არ არის პრობლემა. შეგიძლიათ კლუბს ნებისმიერ დროს შეუერთდეთ. ყველა წინა დისკუსია და დავალებები თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება "ფეისბუქის" ჯგუფში.

წიგნის კლუბს რომ შეუერთდე, საჭიროა ენის შემსწავლელის ან საუბრის კლუბის წევრი გახდე შესაბამისი ვადით,რის შემდეგაც ყველა წინა დისკუსიაზე და წერით დავალებებზე წვდომა გექნება. "ზუმის" შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ყოველ მეორე პარასკევს იმართება, საჭიროა საუბრის კლუბის წევრობა.

როგორც წევრი, წიგნს ელფოსტის მეშვეობით ელექტრონული სახით მიიღებ.

EPUB ფორმატის წიგნები სხვადასხვა მოწყობილობით შეგიძლია წაიკითხო, მათ შორის სმარტფონით, ტაბლეტით და კომპიუტერით. სმარტფონით წაკითხვისას შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო პროგრამა Aldiko როგორც ანდროიდის,ასევე აიოსის (აიფონის) სმარტფონებისთვის. კომპიუტერით წაკითხვისას, შეგიძლიათ გამოიიყენოთ უფასო პროგრამა Adobe Digital Editions.

წევრობა აუცილებელია, რადგანაც ის გვეხმარება გავაგრძელოთ და მხარი დავუჭიროთ წიგნის კლუბს. ეს მოიცავს ფეისბუქის ჯგუფის მართვას, ყოველკვირეული დავალებების დადებასა და "ზუმში" შეხვედრების ორგანიზებას. წევრობა ასევე გვეხმარება, რომ ჩვენი სტუდენტებისთვის ხარისხიანი პროდუქტი შევქმნათ.

მონაწილეობის საფასური დამოკიდებულია წევრობის დონეზე, რასაც აირჩევთ. თუ უკვე ხართ კლუბის წევრი, სხვა დამატებითი ხარჯის გაწევა არ არის. საკითხავი მასალა უფასო გეგზავნებათ.

Absolutely! We offer a monthly subscription option that you can cancel at any time. This allows you to participate in the Book Club and also experience other benefits of being an Easy German member for a month or two.

წიგნის კლუბი ღია არის ყველა დონის მონაწილისთვის. თუმცა, პროცესის ყველაზე მეტად სასარგებლო და საინტერესო იქნება თქვენთვის თუ ფლობთ A2 და უფრო მაღალ დონეზე.მოკლე მოთხრობების ლექსიკა შედარებით იოლი ასათვისებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა სიტყვა არ იცი წიგნში ან დისკუსიის დროს: მაინც სცადე, რომ პროცესს მიჰყვე რაც შეიძლება გულმოდგინედ, რადგანაც ეს კარგი შესაძლებლობაა თქვენი ინგლისური გააუმჯობესოთ.

ყოველი კვირა მოიცავს მოკლე მოთხრობის წაკითხვას, ფეისბუქის ჯგუფში დისკუსიაში მონაწილეობის მიღებას და წერითი დავალების შესრულებას. თქვენ შეგიძლიათ იმდენი დრო დაუთმოთ დისკუსიებსა და წერითი დავალების შესრულებას, რამდენიც გსურთ. თუმცა, ჩვენ გირჩევთ სულ ცოტა 30 წუთი მაინც დაუთმოთ ამ აქტივობებს, რომ მათგან შედეგი მიიღოთ.

დისკუსიები ფეისბუქის ჯგუფში წარიმართება. ყოველკვირეული მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, წევრებს შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარონ, დასვან კითხვები ან მოთხრობასთან დაკავშირებით სხვების შეხედულებებს ინგლისურ ენაზე გამოეხმაურონ.ატმოსფერო მეგობრული და ღიაა და არსებობს მოლოდინი, რომ დისკუსიებში მონაწილეობას მეტ-ნაკლებად ყველა მიიღებს.

ყოველ კვირას, კონკრეტულ მოთხრობასთან დაკავშირებით ჩვენ გაძლევთ წერით დავალებას "ფეისბუქის" ჯგუფში. დავალება სხვადასხვა შეიძლება იყოს. მაგალითად: ტექსტთან დაკავშირებული ტესტი, მოთხრობის მოკლე შეჯამება, საკუთარი აზრის გამოთქმა ან მოთხრობის შემოქმედებითად გაგრძელება და საკუთარი ვერსიის შექმნა მოთხრობის გაგრძელებაზე.ეს დავალებები გეხმარებათ, რომ პასიური კითხვიდან ენის აქტიურ გამოყენებაზე გადახვიდეთ და ტექსტი უფრო ღრმად გაიგოთ.

დიახ, სწავლის პროცესის ნაწილია, რომ თქვენი ნამუშევარი ფეისბუქის ჯგუფში შესაბამისი მოთხრობის დავალების კომენტარებში პოსტის სახით გააზიაროთ და სხვა სტუდენტებისგან კონსტრუქციული გამოხმაურება მიიღოთ, რაც ინტერაქტიულ და თანამშრომლობით სასწავლო გამოცდილებას ქმნის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გუტენბერგის კლუბს არ შეუძლია კლუბის წევრიხ ინდივიდუალური ნაწერი გაასწოროს.თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, ჩაეწერეთ ქართულ-გერმანული აკადემიის ზოგადი ინგლისური ენის კურსებზე, სადაც წერითი დავალებები რეგულარულად ეძლევათ სტუდენტებს.

თუ თქვენ საუბრის კლუბის წევრი ხართ, გარდა დისკუსიების/წერითი დავალებებისა, თქვენ დამატებით მიწვეული ხართ "ზუმში" შეხვედრებზე, რომელიც ყოველი თვის მეორე და მეოთხე პარასკევს, თბილისის დროით 21.00 საათზე გაიმართება. შეხვედრების დროს, ჩვენ განვიხილავთ მოკლე მოთხრობას უფრო სიღრმისეულად და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ თქვენი სასაუბრო ინგლისური მეგობრულ გარემოში გამოიყენოთ.ჯგუფის ზომიდან გამომდინარე, ჩვენ მონაწილეებს პატარა ჯგუფებად დავყოფთ და "ზუმის" შესაბამის ოთახებში გადავანაწილებთ, რომ ყველა მონაწილეს შეეძლოს, საკუთარი აზრები გაუზიაროს სხვებს. თუ თქვენ რომელიმე სიტყვა არ იცით, შეგიძლიათ ის შეხვედრის დროს "ზუმის" ჩატში დაწეროთ და სხვა მონაწილეები/მოდერატორი გიპასუხებთ.

ეს ზოგჯერ ხდება და გასაგებია. წიგნის კლუბი სტუდენტის დამოუკიდებელ მუშაობას ეყრდნობა, ამდენად თუ ერთ კვირას გააცდენ ან ჩამორჩები, შეგიძლია მოგვიანებით ყოველთვის დაეწიო მას.მთავარია, სწავლის პროცესი მოგწონდეს და იმ ტემპით ისწავლო, რაც შენთვის კომფორტულია.

თუ სხვა კითხვა გაქვთ, რომელსაც აქ არ ვპასუხობთ, დაგვიკავშირდით მესინჯერით Facebook Messinger

 

Copyright © 2018 Georgian-German Academy. All Rights Reserved.