შოტლანდიელი პარლამენტარის ინგლისური ვერ გაიგეს…

საინტერესო ამბავი მოხდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში  2018 წლის 18 ოქტომბერს. საპარლამენტო დებატების დროს, შოტლანდიის ნაციონალისტური პარტიის წევრმა დევიდ ლინდენმა, შეკითხვა დასვა უნარშეზღუდული პირებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შესახებ.

სანახაობა მაშინ დაიწყო, როცა ინგლისელმა კონსერვატორმა პოლ ბერესფორდმა შოტლანდიელს კითხვა ორჯერ გაამეორებინა, რადგანაც ინგლისური ენის “გლაზგოური აქცენტის” გამო კითხვა ვერ გაიგო…

ამის შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ორივეს ურჩია, რომ პასუხი წერილობითი ფორმით გაცემულიყო…