მოგზაურობა იწყება აქ...

ქართულ-გერმანული აკადემია მტკიცე და საინტერესო აკადემიური სტილის მიმდევარია, რაც სტუდენტს პასუხისმგებლობასა და მოტივაციას უვითარებს სწავლის გზაზე.

ისწავლე ქართულ-გერმანულ აკადემიაში

და იარე წინ...

გაიუმჯობესე შენი ცხოვრება მაღალი ხარისხის ზოგადი ინგლისურის კურსებით.

ისწავლე კვალიფიციურ მასწავლებლებთან

ჩვენი ყველა პედაგოგი მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პროფესიონალია.

საერთაშორისო გამოცდილება

 ჩვენ დაგეხმარებით, რომ სწავლა გააგრძელოთ ინგლისურენოვან და გერმანულენოვან ქვეყნებში.

სოციალური გამოცდილება

ჩვენი სტუდენტებს შეუძლიათ სოციალური გამოცდილების მრავალფეროვან პროგრამაში ჩაერთონ.

ონლაინ სწავლება

სწავლება მოიცავს ცოცხალ ონლაინ სასწავლო აქტივობებს.

ზოგადი ინგლისური ონლაინ +16

ინფორმაცია კურსის შესახებ

დონე: დამწყებიდან (A1.1) მაღალ დონემდე (C1)
ასაკი: +16
კურსის ხანგრძლივობა დონეების მიხედვით: 60 აკადემიური საათი დონის მიხედვით (A1). 120 აკადემიური საათი დონის მიხედვით ( A2, B1, C1). 240 აკადემიური საათი დონის მიხედვით (B2).

კვირაში ტარდება 2 გაკვეთილი პროგრამა "ზუმის" მეშვეობით. ერთი გაკვეთილი გრძელდება 90 წუთი.

საფასური: იხილეთ სწავლის საფასური.

შემსწავლელთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: 6

საშინაო დავალება: ჩვენ მხარს ვუჭერთ ენის შემსწავლელების მიერ საშინაო დავალების შესრულებას, როგორც განსაკუთრებულ ხერხს, სრულად ჩაერთონ ენის სწავლასა და გამოყენებაში.

ჩვენი ისტორია 

გთხოვთ იხილოთ დაწვრილებით ჩვენ შესახებ.

ჩვენი ენის ბლოგი

გთხოვთ იხილოთ საინტერესო სტატიები, რესურსები და გზამკვლევები ჩვენს ბლოგზე. თუ გსურთ სტატია, გზამკვლევი ან სასწავლო რესურსი კონკრეტულ თემაზე, გთხოვთ, შეგვატყობინოთ.  

სწავლებისა და სწავლის პროცესი

სწავლების მეთოდი: ჩვენ ვიყენებთ ფართოდ აღიარებულ კომუნიკაციური სწავლების მიდგომას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კომუნიკაციაზე, როგორც მთავარ ფაქტორზე ენის სწავლისას.

სასწავლო პროცესი: სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი აუდიო-ვიზუალური და ბეჭდური მასალის გამოყენებით. გარემო საინტერესო და მოტივაციის გამჩენია მოსწავლისთვის.  

მასალები: ჩვენს მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა ბეჭდური მასალა, სახელმძღვანელოები, კომპაქტდისკები. ჩვენი სიამაყეა საკუთარი ონლაინ სწავლების სისტემა.

ფოკუსი: ჩვენ თანაბარ ყურადღებას ვუთმობთ ოთხივე ენობრივ უნარ-ჩვევას: კითხვას, წერას, ლაპარაკსა და მოსმენას. თუმცა, მოზარდების შემთხვევაში, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ლაპარაკისა და მოსმენის უნარების განვითარება. 

კურსის გავლა/ჩაჭრა: კურსის ბოლო მაქსიმალური შეფასება არის 100, მინიმალური- 51. სტუდენტები ფასდებიან ყოველი სასწავლო თვის ბოლოს. შესაბამისი დონის დასასრულს მათ უტარდებათ დონის დასრულების გამოცდა ოთხივე უნარ-ჩვევის შემოწმების მიზნით. მოსწავლეები და მშობლები სრულად არიან ინფორმირებული მიმდინარე და საბოლოო შეფასების შესახებ.  კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი ენის დონისა და ქულის მითითებით.

კვლავ გაქვთ კითხვები?

 

Copyright © 2018 Georgian-German Academy. All Rights Reserved.