სინქრონული ონლაინ კურსები ინგლისურ და გერმანულ ენაში 

 

 აკადემია გთავაზობთ ორ პირობას ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით:

  1. კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების პრევენციის მიზნით, ქართულ-გერმანულ აკადემიაში სწავლება 2020 წლის 1 აპრილამდე (მთავრობის ახალი დადგენილების შესაბამისად, ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს) ტარდება სინქრონული ვიდეოგაკვეთილების ფორმით. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საგანგებო რეჟიმის გაუქმების შემდეგ სტუდენტები ჩვეულებრივად მოვლენ აკადემიაში (პეკინის 4).
  • ფორმა: გაკვეთილი ტარდება ვიდეოსაკონფერენციო პლატფორმის გამოყენებით პირისპირ.
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი.
  • სიხშირე: კვირაში ორჯერ. თვეში 8 გაკვეთილი.
  • მოწყობილობა: მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი/კომპიუტერი, რომელსაც აქვს ვიდეოკამერა და მიკროფონი და შეერთებულია ინტერნეტთან.
  • სწავლის საფასური: 2020 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებულთათვის 100 ლარი თვეში.
  • ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: მაქსიმუმ 6 სტუდენტი.
  • დღეები და დრო არსებულ კურსებზე:
  • გერმანული ენა A1.1 – სამშაბათი-ხუთშაბათი 19.15
  • გერმანული ენა B1.1 – ორშაბათი-ხუთშაბათი 18.30
  • გერმანული ენა A2.1 – ოთხშაბათი: 20.00 – შაბათი: 16.30
  • გერმანული ენა ბავშვები (A1.2) – ორშაბათი: 19.00 – შაბათი: დილის 10.00.
  • ინგლისური ენა B1.2 – ოთხშაბათი: 20.00-შაბათი: 18.00
  • ინგლისური ენა A2.2- ხუთშაბათი: 20.00 -შაბათი: 14.00
  • ინგლისური ენა A1.1-სამშაბათი: 20.00- შაბათი: დილის 11.00

კურსის ფორმატი:  

  • კურსისთვის საჭიროა აკადემიის მიერ განსაზღვრული ინგლისური ენის ჩარჩო სახელმძღვანელოს შეძენა ან საფასურის შემდეგ გამოგეგზავნებათ წიგნის, სამუშაო რვეულისა და მოსასმენი მასალის ელექტრონული ვერსია ელფოსტით.
  • კურსის მონაწილე სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ სარგებლობს აკადემიის ელექტრონული პორტალით, სადაც ამზადებს დავალებებს, წერს ესეებს, უსმენს და უყურებს აუდიო-ვიზუალურ მასალას.
  • კვირაში ორჯერ, კურსის მონაწილე აკადემიის მიერ შეძენილი სპეციალური ვიდეოგაკვეთილების პროგრამის მეშვეობით ესწრება გაკვეთილებს.

პროცედურა:

  • კურსზე რეგისტრაცია: შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, სადაც ასევე მოცემულია სწავლის პირობები და ხელშეკრულების ნიმუში. რეგისტრაციისას ხელშეკრულების ნიმუშის გაცნობის შემდეგ ღილაკის დაწკაპუნებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ხელშეკრულების პირობებს (ასევე შესაძლებელია ფიზიკურად ხელმოწერა, რაც მოხდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ან ამობეჭდვის, დასკანერების და უკან გადმოგზავნის გზით). ჩვეულებრივი კურსების შემთხვევაში, რომლებიც დროებით დისტანციური ფორმით წარიმართება, აირჩიეთ ექსტენსიური კურსები.
  • გადაიხადეთ სწავლის საფასური 100 ლარი სასწავლო თვეში (1 აპრილამდე დარეგისტრირების შემთხვევაში). სწავლის საფასურის გადახდა ხდება ყოველი სასწავლო თვის დაწყებამდე ხელშეკრულების ნიმუშში მოცემული გადახდის პირობების მიხედვით.
  • აკადემიისგან იღებთ ინსტრუქცია თქვენს ტელეფონში შესაბამისი პროგრამის დაინსტალირების შესახებ, იძენთ ჩარჩო სახელმძღვანელოს.
  • იწყებთ სწავლას.

 

  1. კურსები ინგლისურ ენაში, რომლებიც მხოლოდ ონლაინ ფორმით ჩატარდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც:
  • ფორმა: გაკვეთილი ტარდება ვიდეოსაკონფერენციო პლატფორმის გამოყენებით პირისპირ.
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი.
  • სიხშირე: კვირაში ორჯერ. თვეში 8 გაკვეთილი.
  • მოწყობილობა: მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი/კომპიუტერი, რომელსაც აქვს ვიდეოკამერა და მიკროფონი და შეერთებულია ინტერნეტთან.
  • სწავლის საფასური: 2020 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებულთათვის 100 ლარი თვეში.
  • ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: მაქსიმუმ 6 სტუდენტი.
  • დღეები და დრო არსებულ კურსებზე:
  • ორშაბათი – პარასკევი 20.00, 
  • კურსის ხანგრძლივობა: A1 სრულად  – 3 თვე. სხვა მაღალი დონის კურსები: 5-6 თვე.

კურსის ფორმატი:  

  • ა) კურსისთვის საჭიროა აკადემიის მიერ განსაზღვრული ინგლისური ენის ჩარჩო სახელმძღვანელოს შეძენა ან სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ გამოგეგზავნებათ წიგნის, სამუშაო რვეულისა და მოსასმენი მასალის ელექტრონული ვერსია ელფოსტით.
  • ბ) კურსის მონაწილე სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ სარგებლობს აკადემიის ელექტრონული პორტალით, სადაც ამზადებს დავალებებს, წერს ესეებს, უსმენს და უყურებს აუდიო-ვიზუალურ მასალას.
  • გ) კვირაში ორჯერ, კურსის მონაწილე აკადემიის მიერ შეძენილი სპეციალური ვიდეოგაკვეთილების პროგრამის მეშვეობით ესწრება გაკვეთილებს. დრო

პროცედურა:

  • კურსზე რეგისტრაცია: შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, სადაც ასევე მოცემულია სწავლის პირობები და ხელშეკრულების ნიმუში. რეგისტრაციისას ხელშეკრულების ნიმუშის გაცნობის შემდეგ ღილაკის დაწკაპუნებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ხელშეკრულების პირობებს ( ასევე შესაძლებელია ფიზიკურად ხელმოწერა, რაც მოხდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ან ამობეჭდვის, დასკანერების და უკან გადმოგზავნის გზით). დონის მიხედვით, აირჩიეთ სინქრონული ონლაინ კურსი.
  • გადაიხადეთ სწავლის საფასური 100 ლარი სასწავლო თვეში (1 აპრილამდე დარეგისტრირების შემთხვევაში). სწავლის საფასურის გადახდა ხდება ყოველი სასწავლო თვის დაწყებამდე ხელშეკრულების ნიმუშში მოცემული გადახდის პირობების მიხედვით.
  • აკადემიისგან იღებთ ინსტრუქცია თქვენს ტელეფონში შესაბამისი პროგრამის დაინსტალირების შესახებ, იძენთ ჩარჩო სახელმძღვანელოს.
  • იწყებთ სწავლას.